Belive

სპალეტი: ,,კვარაცხელია ლიდერია და საკუთარი ნება უნდა გამოხატოს ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ვილიარეალთან'' მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა:

,,კვარაცხელიამ გუნდს ულიდერა, რაც გვჭირდება. ახლა ჩვეულ ფორმას, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაუბრუნდეს. მოედანზე სწორედ ამ მიზეზით დავტოვე და მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა.

ზოგჯერ, როცა ბურთი არ აქვს, გუნდურ თამაშში მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს. ის ლიდერია და საკუთარი ნება უნდა გამოხატოს, მან მომენტი უნდა განსაზღვროს,'' - განაცხადა სპალეტიმ.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, ,,ლილთან” ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

სხვა სტატიები