Belive

სპალეტი: ,,კვარაცხელია მაღალი კლასის ფეხბურთელია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, გუნდის ახალწვეულებსა და მომავალ სეზონზე ისაუბრა:
,,კვარაცხელია და ოლივერა მოტივირებულები არიან, მოვიდა დრო, რომ საკუთარი თვისებები ბოლომდე გამოავლინონ. ოლივერა ტრავმის გამო, რომელიც ჰქონდა, ნაკლებად დაიტვირთა. კვარაზე კი, ტესტებმა გვიჩვენა, რომ გარკვეული ვარჯიში სჭირდება. თუმცა, ჩვენ ვიცით, როგორია მისი ხარისხი და ფასი. მშვიდად ვართ, რადგან მათი კლასი ნაპოლის შეეფერება. ვფიქრობ, რომ შარშან ფანტასტიკური მატჩები ჩავატარეთ. ბიჭები ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდნენ და გულშემატკივრების გახარებას ცდილობდნენ. მათ თვალებში წელსაც იგივეს ვხედავ, მათ აქვთ მონდომება და მზად არიან, მოედანზე ყველაფერი გასცენ. სკუდეტოსთვის ბრძოლაში ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა კონკურენციის გასაწევად ყველაფერს გავაკეთებთ. მარცხნივ თამაშობს კვარაცხელია, რომელიც მაღალი კლასის ფეხბურთელია, ასევე ძერბინი. დაცვაში მარიო რუი და მატიას ოლივერა გვყავს, მათ იციან, როგორ მიაწოდონ ბურთი ოსიმენს,'' - განაცხადა სპალეტიმ.
,,ნაპოლი'' სერია ა-ს ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს, ,,ვერონასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები