Belive

სპალეტი: ,,კვარაცხელია შესაფერისი შემცვლელია ისეთი ტოპ მოთამაშის, როგორიც ინსინიეა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,პერუჯასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა. სპეციალისტმა გუნდის თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:
,,ბურთით კარგად გადავაადგილდებოდით და კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ხარისხი შეგვმატა. ის შესაფერისი შემცვლელია ისეთი ტოპ მოთამაშის, როგორიც ლორენცო ინსინიეა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელების მოყვანაზე ვფიქრობთ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რამდენად დიდხანს იწელება მოლაპარაკებები, ბევრი შეთანხმება ბოლო წამს იშლება. ბოლომდე მჯერა კლუბის, როცა საქმე მომავალ კონტრაქტებს ეხება. აშკარაა, რომ გულშემატკივრებს ხარისხის ნახვა სურთ. ამის გაკეთების მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, ეს არის ჩვენი პირადი თვისებებისა და ტექნიკის წარმოჩენა მოედანზე გასვლისას. ოსიმენმა თავის საუკეთესო დონეს უნდა მიაღწიოს, ჩვენ ვიცით თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს მას და ბევრს ვიმუშავებთ იმ თვისებებზე, რომელიც ჯერ არ გამოუვლენია,'' - განაცხადა სპალეტიმ.
ამხანაგურ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,პერუჯა'' 4:1 დაამარცხა. კვარაცხელია ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩში ანგარიში სწორედ მან გახსნა. ხვიჩამ რამდენიმე დღის წინ, ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ პირველ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ხვიჩას გოლი პერუჯასთან მატჩში

სხვა სტატიები