Belive

სპალეტი: ,,მესამე გოლი კვარაცხელიას დამსახურებაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,კრემონეზესთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

იტალიელმა სპეციალისტმა მესამე გოლი გამოარჩია და ხვიჩა საგოლე გადაცემისთვის შეაქო:

,,მესამე გოლი კვარაცხელიას დამსახურებაა, ეს გოლი მას უნდა მივაწეროთ. ალბათ, ახლა ხვდება, რომ ეს იგივეა, როცა გოლს თვითონ იტანს.

რაც მან გოლის ეპიზოდში გააკეთა, აუცილებლად დაუბრუნდება,'' - განაცხადა სპალეტიმ.


იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,კრემონეზეს” სტუმრად 4:1 მოუგო. მატჩში ნეაპოლური კლუბის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, პენალტი მოიპოვა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

9 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 23 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,აიაქსთან” სახლში გამართავს.


სპალეტი: ,,ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს ფეხბურთელებს არასდროს ავიწყდებათ, რატომ აცვიათ ნაპოლის მაისური''


სხვა სტატიები