Belive

სპალეტი: "მოხარული ვარ, რომ პსჟ-ს ავცდით, თუმცა აინტრახტიც უძლიერესია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონს "აინტახტს" დაუპირისპირდება.

წილისყრის შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

"1/8-ფინალში ყველა გუნდთან თამაში რთულია, თუმცა მოხარული ვარ, რომ "პსჟ"-ს ავცდით. ნებისმიერ შემთხვევაში "აინტახტთან" თამაშიც ძალიან რთული იქნება, რადგან ისინი ევროპის რანგით მეორე საუკეთესო შეჯიბრის (ევროპა ლიგის) მოქმედი გამარჯვებულები არიან. ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერდებიან და მათთან თამაში გაჭირდება, თუმცა როგორც ყოველთვის, მე ჩემი ბიჭების მჯერა".

სხვა სტატიები