Belive

სპალეტი: ,,ნეაპოლი სანახაობრივი ქალაქია და ფეხბურთიც ასეთი უნდა იყოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი გაკეთებაც ვიცით. უნდა გავიდეთ და ჩვენი თვისებები გამოვავლინოთ, როგორც ეს უკვე რამდენიმეჯერ გავაკეთეთ. ახლა მოურინიოს ვხვდებით - სუპერმწვრთნელს. შესაბამისად, უნდა გავაუმჯობესოთ ის. რაც ვიცით.

არ ვიცი, ისინი ფიქრობენ თუ არა იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე ვფიქრობთ.

მოედანზე ჩვენი თვისებები გვაქვს და ეს მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებ მეტოქის ნახევარზე, გამარჯვების მეტი შანსი გაქვს. ნეაპოლი სანახაობრივი ქალაქია და ფეხბურთსაც ასეთი ხასიათი უნდა ჰქონდეს,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს მე-11 ტურში ,,ნაპოლი” ,,რომას” ესტუმრება. მატჩი ხვალ, 22:45 საათზეა ჩანიშნული.

10 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდი 26 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ატალანტას'' 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები