Belive

სპალეტიმ დაადასტურა, რომ კვარაცხელია ნაპოლიში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სპეციასთან'' მატჩის წინ, გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბევრს არ ვიაქტიურებთ. ბევრი სამუშაო გვექნება კონტრაქტებზე, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობ. ჩვენ გვყავს ჯუნტოლი და უმაღლესი დონის სტაფი, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და მათი მჯერა. გუნდში მოვიდა კვარაცხელია, რომელიც ინსინიეს წასვლის შემდეგ, მის პოზიციაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,'' - სპალეტის სიტყვებს ნაპოლის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კვარაცხელია იტალიურ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ,,ნაპოლი” ,,დინამო ბათუმს” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის. ამავე გამოცემის ცნობით, ხვიჩას ხელფასი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია საქართველოში დაბრუნებამდე ყაზანის ,,რუბინში” თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 73 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები