Belive

სპალეტიმ დაადასტურა, რომ კვარაცხელია ვერც უდინეზესთან ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,უდინეზესთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხვალინდელ შეხვედრასაც გამოტოვებს:

,,კვარაცხელია უდინეზესთან მატჩში ვერ ითამაშებს. გვინდა, რომ ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, მაგრამ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ ითამაშებს, უმაღლესი დონისაა - ,,ნაპოლის'' დონის,''- განაცხადა სპალეტიმ.

კვარაცხელიამ ზურგის ტკივილის გამო იტალიის ჩემპიონატის ორი მატჩი (ატალანტასა და ემპოლის წინააღმდეგ) გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

სერია A-ს 14 ტურის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდი 38 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ლაციოს'' 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები