Belive

სფფ კორონავირუსთან ბრძოლაში სახელმწიფოს ეხმარება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით ქველმოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური გვერდის ცნობით, COVID19-თან ბრძოლისთვის სფფ 100 000 ლარის ოდენობით თანხას გამოყოფს და საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონის მოწყობასაც უზრუნველყოფს. "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა",-წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.

სხვა სტატიები