Belive

"SPORT" - ბარსელონა და იუვენტუსი შეთანხმდნენ !!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" და "იუვენტუსი" დიდ გაცვლას ამზადებდნენ. საქმე პირველ რიგში მირალემ პიანიჩს ეხება. ცნობილი გამოცემა "SPORT" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბები შეთანხმდნენ გაცვლაზე, მაგრამ არის სხვა ფაქტორებიც. ნელსომ სემედუს ნაცვლად ტურინელები, კატალონიაში მირალემ პიანიჩს და დე შილიოს გაუშვებენ. ასევე იტალიელები 25 მილიონ ევროს დაამატებენ. ტრანსფერების რეალურობა საკმაოდ მაღალია გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. "ბებერ ქალბატონს" დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები აქვს. დე შილიო გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და გაძლიერება ნამდვილად საჭიროა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინელებს ნამდვილად გააძლიერებს. თავისმხრივ ნელსონს "ბლაუგრანაში" თამაში აღარ სურს, რადგან მის ადგილს ძირითად შემდაგენლობაში, ხშირად სერხი რობერტო იკავებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები