Belive

SPORT.ES: "ჩაკვეტაძემ ბარსელონას გამოცდა ჩააბარა"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონა" ისევ ეძებს საუკეთესო ახალგაზრდებს მსოფლიოს მასშტაბით, რათა გააძლიეროს შეტევითი პოტენციალი. და რათქმაუნდა, იყენებს შანსებს, რათა იხილონ ახალგაზრდები პირდაპირ საქმეში. გუშინ კი "ბარსას" სკაუტები რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ანდრორა - საქართველოს მატჩზე, იმყოფებოდნენ. სამშაბათს SPORT.ES წერდა, რომ გიორგი არის ახალი სენსაცია საქართველოდან. "ბარსელონაში" მისი დაკვირვება 1 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს და ამჟამად მისი ნახვა უკვე საქმეში სურდათ, თუ რამდენად შეესაბამებოდა მოლოდინს მისი თამაში. ჩაკვეტაძემ გამოცდა წარმატებით ჩააბარა და საქართველოს ნაკრებში ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ ის გახდა. 1999 წელს დაბადებული ჩაკვეტაძე ბელგიაში სათამაშოდ 1 წლის წინ, თბილისის "დინამოდან" გადავიდა. მან 17 წლის ასაკში მოახერხა საქართველოს უმაღლეს ლიგაში 5 გოლის გატანა. ბელგიაში გადასვლის შემდეგ მას ჰქონდა 1 წლიანი ადაპტაციის პერიოდი, რა დროსაც მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა ახლა ის "გენტის" ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი წევრია. მან 15 თამაში ჩაატარა, საიდანაც 2-ჯერ შეცვალეს და 4 გოლის და 2 ასისტის მოპოვება მოახერხა. გიორგი არის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ისევე როგორც დამაგვირგვინებელ ფაზაში და მეორე თავდამსხმელადაც კი. მას უყვარს ფლანგიდან შეტევა, როდესაც აქვს სივრცე და შანსი, რომ მოატყუოს მეტოქე სისწრაფეში. მისი ტემპის ცვლილება საშუალებას აძლევს, ბოლომდე მიაღწიოს მიზანს, შორი მანძილიდან თამაში კი მას მრავლმხრივ მოთამაშეს ხდის, რომლის შეჩერება საკმაოდ რთულია, რადგან შეტევა ორივე მხრიდან შეუძლია. სწორედ მისი ეს უნარები ხდის მას "ბარსელონასთვის" მიმზიდველ ფეხბრუთელად.

სხვა სტატიები