Belive

Sportbible - მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული და ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სატრანსფერო სპეკულაციებისა და მადრიდის "რეალის" ინტერესის მიუხედავად, მბაპემ პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. Sportbible-ს მტკიცებით, კილიან მბაპესა და "პარი სენ-ჟერმენის" წარმომადგენლებს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ოფიციალური განცხადება კი მაისის თვეში გაკეთდება. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ყატარის ემირი პირადად იყვნენ მოლაპარაკებებში ჩართული, რათა ფრანგი ვარსკვლავი პარიზულ გრანდში დარჩენაზე დაეთანხმებინათ.

 
View this post on Instagram
 

A post shared by SPORTbible (@sportbible)

სხვა სტატიები