Belive

სპორტინგს კრიშტიანუ რონალდუ უმცროსის შეძენა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სპორტინგის" მესვეურები აქტიურად განიხილავენ კრიშტიანუ რონალდუ უმცროსის შეძენის შესაძლებლობას. კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, მისი შვილიც "ბიანკონერის" ასაკობრივ გუნდს შეუერთდა, სადაც გამაოგნებელი ასპარეზობით გამოიჩინა თავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პორტუგალიური კლუბის წარმომადგენლებს რონალდუ უმცროსის გაფორმება სურთ. წლევანდელ სეზონში, "იუვენტუსის" U9 გუნდის მაისურით უმცროსმა რონალდუმ 56 გოლის გატანა და 26 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. კრიშტიანუ რონალდუ "სპორტინგის" ღირსებას 12 წლიდან იცავდა. ძირითადი გუნდის რიგებში რონალდუმ 31 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც £12.24 მილიონის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა. კარიერის განმავლობაში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 698 გოლის გატანა შეძლო და არაერთი ტიტულის მფლობელი გახდა. მიუხედავად წარმოუდგენელი სირთულის დავალებისა, უმცროს რონალდუს სჯერა, რომ მამამისს კარიერული მიღწევებით დაჩრდილავს. "იმედი მაქვს, რომ კრისი მე დამემსგავსება. იგი თვლის, რომ ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი გახდება - თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება", - აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.  

სხვა სტატიები