Belive

სპორტის მინისტრის სკანდალური განცხადება: პრემიერ ლიგაში ანტი-ვაქსერი ფეხბურთელების პრობლემა დგას 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანეთის სპორტის მინისტრი ნაიჯელ ჰადლსტონი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის ზოგიერთი ფეხბურთელი აცრისშემდგომი შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან, თავს იკავებს. ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელი 20 კლუბიდან მხოლოდ "ვულვზმა" და "ლიდს იუნაიტედმა" დაადასტურეს, რომ მათი პირველი გუნდის შემადგენლობა ორჯერადად იყო ვაქცინირებული. რამდენიმე კლუბმა აღიარა, რომ მათ უჭირთ სრულად ვაქცინირებული ფეხბურთელების რაოდენობა კლუბის მთლიანი შემადგენლობის 50%-ს გაუთანაბრონ.

The Sun-თან ინტერვიუში, ჰადლსტონმა თქვა: "გულდასაწყვეტია იმის მოსმენა, რომ შეიძლება არსებობდეს ფეხბურთელი, რომელსაც არ სურს ვაქცინაცია, ონლაინ დეზინფორმაციის გამო. ეს მაშინ, როცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სოციალური მედიის კომპანიებთან ანტი-ვაქსერული ყალბი ამბების გასაწმენდად, მე კი ვუერთდები ჯონათან ვან-ტამს, რომელიც მტკიცედ მოუწოდებს მოთამაშეებს, რომ მიიღონ აცრა. მტკიცებულება არის უზარმაზარი, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის სიცოცხლის გადამრჩენელი, დაგიცავთ თქვენ და დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი მეგობრები, ოჯახი და თანაგუნდელები".
Image credit: PA
ცოტა ხნის წინ, "ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ბრიუსმა ყველას აცრისკენ მოუწოდა, მაგრამ აღიარა, რომ საკუთარი ფეხბურთელების დიდი ნაწილი ამას ჯერ არ აკეთებს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ შეთქმულების თეორიებმა გავლენა მოახდინეს მათ მოსაზრებებზე. "არსენალის" თავკაცმა მიკელ არტეტამ და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელმა, ოლე გუნარ სულშერმა ასევე ღიად აღიარეს, რომ ისინი ცდილობენ დაარწმუნონ თავიანთი პირველი გუნდის შემადგენლობის დარჩენილი აუცრელი ფეხბურთელები, მოუსმინონ სამედიცინო სფეროს პროფესიონალების რჩევებს. მოთამაშეებს შორის ვაქცინაციის გაკეთების ამჟამინდელი დონე წინა კვირას, პრემიერ ლიგის აქციონერთა შეხვედრაზე განიხილებოდა და კლუბების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ მეტს გააკეთებენ იმისთვის, რათა ხელი შეეწყოთ აღნიშნული პროცესისთვის.

სხვა სტატიები