Belive

სქოულზმა მესი-რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარტივი ფაქტია, რომ მესი-რონალდუს შორის საუკეთესო ფეხბურთელზე კამათი წლების განმავლობაში გაგრძელდება. ორ ფეხბურთელს შორის თანაფარდობა მოგებული ოქროს ბურთების რაოდენობაშიც გამოიხატა და მათ შორის უკეთესის დასახელება თითოეული ადამიანის საფეხბურთო გემოვნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა: "მესი საუკეთესოა, მაგრამ რონალდუც ბრწყინვალე ფეხბურთელია. პორტუგალიელი გამორჩეულია იმით, რასაც მოედანზე აკეთებს და იგი ამას უდიდესი მონდომებითა და ძალისხმევით აღწევს. თუმცა მესის აბსოლუტურად ყველა მახასიათებელი აქვს იმისთვის, რათა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ჰქონდეს", - განაცხადა სქოულზმა. რონალდუ და მესი ერთმანეთს პეპ გვარდიოლამაც შეადარა - მან ორივე ფეხბურთელს "ფენომენალურები" უწოდა.    

სხვა სტატიები