Belive

სქოულზი 8000 ფუნტით დააჯარიმეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი, პოლ სქოულზი 8 ათასი ფუნტით დააჯარიმეს. საქმე ეხება ერთ-ერთ ტოტალიზატორში ფსონების განთავსებას, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წესებს ეწინააღმდეგება. 2015-19 წლების განმავლობაში სქოულზმა 140-ჯერ განათავსა ფსონი. ამ პერიოდში ის "სელფორდსა" და "ოლდჰემში" მუშაობდა. ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ამ ფაქტს უნებლიე შეცდომა უწოდა.
"ეს იყო უნებლიე შეცდომა და არა წინასწარგანზრახული დანაშაული. ბოდიშს ვიხდი და სრულიად ვიზიარებ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ბრალდებას. ჩემსა და კონკრეტულ მატჩებს შორის არ ყოფილა განზრახული კავშირი" - განაცხადა სქოულზმა.

სხვა სტატიები