Belive

სქოულზი, ლამპარდი თუ ჯერარდი? - ოუენმა საუკეთესო დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაიკლ ოუენი ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც საუკუნის დებატებს შეუერთდა. ჯეიმი კარაგერთან საუბრის დროს, ოუენი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ მიიჩნევს სტივენ ჯერარდს პოლ სქოულსზე და ფრენკ ლამპარდზე უკეთეს ფეხბურთელად. კარიერის განმავლობაში ოუენს სამივე ვარსკვლავის გვერდით თამაშის შესაძლებლობა მიეცა. ოუენმა აღნიშნა, რომ ლამპარდი და სქოულზი უდიდესი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც პრემიერ ლიგის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი, თუმცა სტივენ ჯერარდი გაცილებით უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია - ჯერარდი სხვა დონის შემსრულებელია. "ვინ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ლამპარდის საგოლე ალღო ან სქოულზის ბრწყინვალე შესაძლებლობები მაგრამ 1-1-ზე სტივენ ჯერარდი ნებისმიერ მეტოქეს დაჩაგრავს. "ლივერპულში", "რეალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებში უამრავი დიდებული ფეხბურთელის გვერდით მიასპარეზია, თუმცა სტივენ ჯერარდი გამორჩეულია. ჩემთვის ის უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც სრულიად სხვა დონეზე ასპარეზობდა", - აღნიშნა მაიკლ ოუენმა.

სხვა სტატიები