Belive

სქოულზი მანჩესტერ იუნაიტედის ბოსებს სამი ვარსკვლავის შეძენას ურჩევს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს 3 ვარსკვლავის შეძენას ურჩევს. სქოულზის მტკიცებით, იმისათვის რომ "წითელმა ეშმაკებმა" კრიზისი დაძლიონ ტოპ-კლასის ფეხბურთელები უნდა შეიძინონ. აღსანიშნავია, რომ პოლ სქოულზის ფავორიტთა სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" უშუალო კონკურენტების ვარსკვლავები მოხვდნენ. კევინ დე ბრუინი, ედენ აზარი და დავიდ სილვა - სწორედ ამ სამი ფეხბურთელის შეძენა ურჩია პოლ სქოულზმა ედ ვუდვორდსს. სქოულზის რჩევის მიუხედავად, აღნიშნული ტრანსფერების განხორციელება პრაქტიკულად უტოპიის სფეროს წარმოადგენს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" საკუთარი ვარსკვლავების "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას დათანხმდნენ.

სხვა სტატიები