Belive

სქოულზი - ფერნანდეში ჩემზე უკეთესია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლესტერთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში, ბრუნო ფერნანდეშმა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. "წითელი ეშმაკების" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა უკანასკნელ 28 შეხვედრაში ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა და 31 გოლში მიიღო მონაწილეობა - ამ მაჩვენებლით, ფერნანდეში მანჩესტერული გრანდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. პორტუგალიელი ვარსკვლავის ფენომენალურმა ასპარეზობამ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა აღაფრთოვანა. პოლ სქოულზის მტკიცებით, ფერნანდეში მასზე უკეთესია.
"ის ყველაფერი, რასაც ფერნანდეში აკეთებს ფენომენალურია. სეზონის საშინელი სტარტი გვქონდა, მაგრამ ფერნანდეშთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმოუდგენლად კარგ ფეხბურთს თამაშობს. მძიმე სტარტის მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედი" საჩემპიონო ბრძოლაშია - სამომავლოდ კლუბს კიდევ უფრო გაძლიერების რესურსი აქვს. ის ჩემზე უკეთესია - ჩვენ ძალინ განვსხვავდებით. მასთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი - ფერნანდეში სენსაციურია. მის მოსვლამდე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს რეალური შანსის შექმნა უჭირდათ. ახლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის ხილვისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდს თითოეულ მატჩში ორი, სამი, ოთხი ან ხუთი გოლის გატანა შეუძლია", - აღნიშნა პოლ სქოულზმა.

სხვა სტატიები