სქოულზმა დაასახელა კლუბი, რომელიც მის შეძენას ცდილობდა

ინგლისელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედში”  20 წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლმა 718 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 155 გოლი გაიტანა. 20 წლის განმავლობაში კი სქოულზმა 11-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული.

“იუნაიტედის” ლეგენდას სხვა კლუბში არასდროს უთამაშია. ამასთან დაკავშირებით პოლმა ერთი ისტორია გაიხსენა.

“არასდროს მიფიქრია, რომ “იუნაიტედს” დავტოვებდი და სხვა კლუბში ვითამაშებდი. სიმართლე გითხრათ სერიოზული შემოთავაზება არასდროს მიმიღია. 2000 წელს, ჩემით “ინტერი” დაინტერესდა. ევროპის ჩემპიონატის დროს, აგენტი ბრაიან რობსონი დამიკავშირდა და მკითხა, ვიყავი თუ არა დაინტერესებული იტალიაში გადაბარგებით. მე რა თქმა უნდა უარი განვაცხადე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, ამის შემდეგ რობსონს აღარ დაურეკავს. არასდროს მიფიქრია ისეთ კლუბებზე, როგორებიც არიან, “ბარსელონა”, “რეალი”, “მილანი”, რადგან მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობდი. ჩვენ მოვიგეთ არაერთი ტიტული, რითიც უბედნიერესი ვიყავი.”

კარიერის დასაწყისში, სქოულზი მეორედ თავდამსხმელად თამაშობდა, თუმცა შემდეგ ფერგიუსონმა მას ახალი როლი მოუძებნა და ნახევარდაცვის სიღრმეში გადაიყვანა, საიდანაც პოლი თამაშს შესანიშნავად კარნახობდა. მისი შრომა “იუნაიტედისთვის” ფასდაუდებელი გახლდათ.

(121)

სქოულზმა დაასახელა კლუბი, რომელიც მის შეძენას ცდილობდა

სტატიის ავტორი
-