Belive

სქოულზმა ნისტერლოის და ანრის შესახებ საინტერესო ფაქტი გაამხილა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საუკუნის დასაწყისში, პრემიერ ლიგაში ორი კლუბი ერთმანეთს დაუღალავად ებრძოდა. საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედზე" და ლონდონის "არსენალზე." იმ პერიოდში არსენ ვენგერს მართლაც საოცარი გუნდი ჰყავდა, რომლის ლიდერიც ტიერი ანრი იყო. ფერგიუსონის "იუნაიტედიც" საუცხოო ფეხბურთს თამაშობდა და პრემიერ ლიგაში ძირითადად სწორედ ეს ორი გუნდი დომინანტობდა. ხსენებულ დაპირისპირებაში, მხოლოდ გუნდების ორთაბრძლა როდი იყო ?!  "ეშმაკების" გოლეადორი რუუდ ვან ნისტელროი გამალებით იბრძოდა ბომბარდირობისთვის, რომელშიც ტიერი ანრი ეცილებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა ერთი ისტორია გაიხსენა. "ნისტელროი ყველას ძალიან გვიყვარდა. მასთან ერთად თამაში ყოველთვის სასიამოვნო იყო. რუუდი დაბადებული იყო გოლის გასატანად. ყოველ თამაშში, მასში დაუნდობელი ადამიანის სული იღვიძებდა და მთელ ენერგიას გოლის გატანაში ხარჯავდა. მისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო. ყოველი თამაშის შემდეგ, სანამ ავტობუსში ჩავსხდებოდით რუუდი პირველ რიგში კითხულობდა, შეძლო თუ არა ტიერი ანრიმ იმ ტურში გოლის გატანა. თუ ანრი გაიტანდა არავის ხმას აღარ გვცემდა. მთელი გზა ჩუმად იყო და ნერვიულობდა. ნისტელროი, თავის პრემიერ ლიგური კარიერის დროს, ტიერი ანრის საკუთარ გონებაში აცხოვრებდა. იგი სულ მასზე ფიქრობდა და ნერვიულობდა. თუ ტიერი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდებოდა, ეს დღე რუუდისთვის კოშმარული იყო." შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "ეშმაკებში" ასპარეზობისას ჯამში 219 შეხვედრა გამართა და გულშემატკივარს 150 გოლით დაამახსოვრა თავი.

სხვა სტატიები