Belive

სქოულზმა უფრო მეტი პრემიერლიგა მოიგო, ვიდრე ჰენდერსონმა ყოველკვირეული პრიზი 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჯორდან ჰენდერსონი დიდი ალბათობით, "ლივერპულის" ისტორიაში პირველი კაპიტანი იქნება, რომელიც პრემიერლიგის თასს აღმართავს. ამ წარმატებას პირველ ადგილზე მყოფი და 22-ქულაინი ჰანდიკაპის მქონე მერსისაიდული კლუბის მე-14 ნომერს კიდევ 6 გამარჯვება აშორებს.

No description available.
29 წლის ფეხბურთელი, რომელიც 10 წლის წინათ "სანდერლენდის" სათადარიგოთა სკამის ერთგული მეგობარი გახლდათ, თანდათან "ლივერპულის" თილისმად ყალიბდება, შარშან კი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც ერგო. ჰენდერსონი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგშიც პირველ ადგილს იკავებს.   თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელს ინგლისის ელიტარული დივიზიონის საუკეთესო ნახევარმცველებს შორის ადგილის დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. თუმცა, ასე არ ფიქრობს "ლივერპულის" ერთ-ერთი ცნობილი ქომაგი, ვინც twitter-ის ვიდეოში ჰენდერსონს საუკეთესოდ ასახელებს. მისი აზრით, ჯორდან ჰენდერსონი პოლ სქოულზზე დიდი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერან ინგლისელს პრემიერლიგის 11 ტიტული აქვს, ჰენდერსონი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ 8-ჯერ აღიარეს. სქოულზმა 20-წლიანი კარიერის განმავლობაში პრემიერლიგაში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები