Belive

Squawka Football - მამარდაშვილი ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავლენიანი სპორტული მედია საშუალება Squawka Football გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკას აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "ვალენსიას" ქართველი კიპერი ლა ლიგაში კვლავ მეორე საუკეთესო პოზიციაზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსიას" ძირითადი მეკარის ხელთათმანი კვლავ სილესენმა მოირგო, ლა ლიგის განვლილი 13 ტურის შემდეგ, ერთ კონკრეტულ მატჩში მოგერიებული ბურთების რაოდენობის მიხედვით, მამარდაშვილს მეორე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. "რეალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მამარდაშვილმა 8 დარტყმის მოგერიება შეძლო.

სხვა სტატიები