Belive

"სრული მხარდაჭერა ლეო" - პუიოლი და სუარესი მესის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ერთბაშად ყველა წამყვანი საფეხბურთო გამოცემა იუწყება, რომ ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას კლუბის დატოვების სურვილი შეატყობინა. ინფორმაციიის გავრცელების შემდეგ, "ბლაუგრანას" კაპიტანს და 6 ოქროს ბურთის მომგებ სუპერვარსკვლავს ყოფილმა და მოქმედმა თანაგუნდელებმა, შესაბამისად, კარლეს პუიოლმა და ლუის სუარესმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. "პატივისცემა და აღტაცება, ლეო. სრული მხარდაჭერა შენ ძმაო", - წერს კატალონიელთა ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური მცველი Twitter-ში. პუიოლის პოსტზე მოგვიანებით სუარესმა აპლოდისმენტების გამომხატველი ემოციები დააკომენტარა.

  34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კატალონიურ გრანდში 20 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.  

სხვა სტატიები