Belive

სრული ნდობა სიმეონეს - ატლეტიკო ახალ კონტრაქტზე მუშაობს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკო" მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმონესთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბი ახალ შეთანხმებაზე მუშაობს. დაგეგმილია კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივება. "როხიბლანკოს" ხელმძღვანელები სიმეონეს ენდობიან და დარწმუნებულები არიან, რომ ამ პოსტზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობს. 50 წლის სპეციალისტის ამჟამინდელი კონტრაქტი "მეზეწრეებთან" 2022 წლამდე მოქმედებს. არგენტინელი "ატლეტიკოში" 2012 წლის პირველ იანვარს დაინიშნა და კლუბში გატარებულ 9 წელიწადში გუნდისთვის 500 მატჩში ხელმძღვანელობა მოასწრო, მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ორ-ორჯერ კი ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი. მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა, 2016 წელს "ჩოლო" წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს.

სხვა სტატიები