Belive

სრული სიგიჟე - წარმოუდგენელი კადრები ბუენოს აირესიდან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინის ტრიუმფით დასრულდა. ლეო მესიმ და კომპანიამ დრამატულ მატჩში გამარჯვება თერთმეტმეტრიანების სერიის შედეგად შეძლეს.

არგენტინასა და საფრანგეთს შორის გამართული სუპერფინალის ძირითადი დრო, ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით ტაიმებში ლეო მესიმ და კილიან მბაპემ 1-1 გოლი გაიტანეს და ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო ანგარიშის (3:3) შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა.

არგენტინელებს მხსნელად კვლავ ემილიანო მარტინესი მოევლინა, ხოლო გადამწყვეტი პენალტი გაბრიელ მონტიელიმ გაიტანა.

სოციალურ ქსელებში, თერთმეტმეტრიანების სერიის დროს, ბუენოს აირესში გადაღებული კადრები გავრცელდა. მონტიელის დარტყმის შემდეგ, არგენტინის დედაქალაქი "აფეთქდა".

სხვა სტატიები