Belive

eFootball 2022-ის გულშემატკივრები თამაშით უკმაყოფილოები არიან | PHOTO/VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

eFotball-ი, რომელიც PES-ის განახლებული ვერსიაა (Pro Evolution Soccer), დღეს ოფიციალურად გამოვიდა და სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

შემდეგი კლუბები: "ბარსელონა"; "იუვენტუსი"; მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" სრულიად ლიცენზირებულია მას შემდეგ, რაც "კონამიმ" EA SPORT-სა და FIFA-ს კონკურენციაში აჯობა, თუმცა უშუალოდ თამაშის ხარისხისა და გრაფიკული გამოსახულებისა და "გეიმფლეის" შესახებ, სოციალურ ქსელში ბევრი კრიტიკული აზრი იწერება. პირველ რიგში, რაც გულშემატკივრების თვალთახედვის არეალში მოხვდა, არის ის, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ საერთოდ არ გვანან საკუთარ თავებს. და ეს ყველაფერი არ არის. ერთ-ერთი eFootball-ის მომხმარებელი გვიზიარებს სათამაშო მომენტს, სადაც ჩანს, რომ ნიკლას ოტამენდი ბურთის მოსაპოვებლად გარბის, რომელსაც იყვანს პორტუგალიელი მცველი პეპე, ბრძოლის დროს კი ნიკლას ოტამენდის ხელი/მხარი ისე ჩანს, რომ თითქოს ძვრება. ასევე მომხმარებელი მეორე სათამაშო მომენტს გვაჩვენებს, სადაც ჩანს, რომ ანსუ ფატი ბურთით ნარუტოსავით გარბის - უკან გაშლილი ხელებითა და ბურთით წინ. eFootball-ის მომხმარებლებს თამაში იმდენად არ მოეწონათ, რომ ისინი იმედოვნებენ FIFA-ს 2022 წლის ვერსია ბევრად დახვეწილი იქნება და eFootball-ს სწორედ FIFA 2022-ით ჩაანაცვლებენ.

ასევე იხილეთ: FIFA 22-ის გეიმფლეი | მანჩესტერი Vs. პსჟ | VIDEO

 

სხვა სტატიები