Belive

სტადიონები, სადაც 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც უკვე იცით, უეფა-ს გადაწყვეტილებით 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. საქართველოსთან ერთად 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს რუმენეთიც უმასპინძლებს. ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. გთავაზობთ იმ სტადიონების ჩამონათვალს, სადაც რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება: საქართველოს სტადიონები 1. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი) - ტევადობა (54 202)
2. მიხეილ მესხი (თბილისი) - ტევადობა (25 154)
3. ბათუმის სტადიონი (ბათუმი) - ტევადობა ( 20 383)
4. ფაზისი (ფოთი) - ტევადობა ( 8200)
რუმინეთის სტადიონები  1. ნაციონალური არენა (ბუქარესტი) - ტევადობა ( 54 028)
2. სტიაუა (ბუქარესტი) - ტევადობა (31 254)
3. კლუჟ არენა (კლუჟ-ნაპოკა) - ტევადობა (30 201)
4. კონსტანტინ რადლესკუ (კლუჟ-ნაპოკა) - ტევადობა (23 500)

სხვა სტატიები