Belive

სტამი: "ვიცოდი რომ ადვილი მატჩი არ გველოდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევროპა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "დინამო თბილისმა" როტერდამის "ფეიენორდს" უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. განვლილი მატჩი შეაფასა "ფეიენორდის" მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, იაპ სტამმა: "ფეიენორდი მოედანზე ყოველთვის მოგებისთვის გამოდის. ვიცოდი, რომ დღევანდელ მატჩში მარტივი მოწინააღმდეგე არ გვეყოლებოდა. ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ვფიქრობ რომ მეტი ძალისხმევის გამოჩენის შემთხვევაში, გამარჯვების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა." აღსანიშნავია რომ იაპ სტამს 1981 წლის ლეგენდარული მატჩის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, სადაც "დინამო თბილისმა" საკუთარ მოედანზე "ფეიენორდი" ანგარიშით 3:0 გაანადგურა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს მატჩი ერთგვარი რევანში, სტამის თქმით, მას მსგავსი განზრახვა არ ჰქონია. სტამმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დინამო თბილისის" შემადგენლობაში არაერთი ტალანტი ირიცხება, თუმცა ასევე თქვა რომ კონკრეტული მოთამაშეების შეძენასთან დაკავშირებით "ფეიენორდი" ინტერესს არ გამოთქვამს.

სხვა სტატიები