Belive

სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ რეალს რონალდუ ძალიან სჭირდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისთვის" 2018/19 წლების სეზონი დასრულებულია. ზინედინ ზიდანის გუნდი წელს ტიტულის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ლა ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგიდან კი მერვედფინალში, ამსტერდამის "აიაქსთან" მარცხის შემდეგ გამოვარდა. მადრიდელთა ლეგენდამ, კრიშტანუ რონალდუმ 2017/18 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში სულ 31 გოლში მიიღო მონაწილეობა (26 გოლი, 5 ასისტი), "ბლანკოსმა" კი ჯამში 94 გოლი გაიტანა. რაც შეეხება განვლილ სეზონს, პორტუგალიელის გარეშე მყოფმა "რეალმა" ლა ლიგაში 63 გოლი გაიტანა - ზუსტად 31 გოლით ნაკლები, ვიდრე წინა სეზონში. აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალისთვის" ყოველთვის უდიდეს ძალას წარმოადგენდა, მის გარეშე კი გუნდის შეტევის პროდუქტიულობა საგრძნობლად შემცირდა.

სხვა სტატიები