Belive

სტატისტიკა, რომელიც მოწმობს, რომ მესი ამჟამად საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

შესაძლოა ისე ჩანდეს, რომ მიმდინარე სეზონში ლიონელ მესი შესაფერის ფორმაში არ არის, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს. "სევილიასთან" საშინაო კედლებში, ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრის მოგებაში (2:0) არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თავისი წვლილი ამ სეზონში, ყველა ტურნირზე გატანილი 24-ე გოლით შეიტანა. ეს დასამახსოვრებელი ეპიზოდი მხოლოდ იმის გამო არ გახლდათ, რომ 6 ოქროს ბურთის მფლობელმა საყვარელ მეტოქეს უკვე 38-ე გოლი გაუტანა, არამედ იმიტომაც, რომ მიჯრით მე-13 სეზონია, მონაწილეობას სულ მცირე 30 გოლში იღებს.

იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელსაც მესის და მის მთავარ კონკურენტს, კრიშტიანუ რონალდუს უყენებენ, "ბარსელონას" 33 წლის კაპიტანმა თავდაპირველად სეზონი საკმაოდ დაბალი სტატისტიკით დაიწყო თუმცა მისი სათამაშო ფორმა 2021 წელს საგრძნობლად გაუმჯობესდა. მიმდინარე წელს ლეოს აქტივში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, რაც იმ თეორიას აბათილებს, რომ მისი პირადი კარიერა დაღმასვლისკენ მიექანება. ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია მეტ გოლში მონაწილეობა მიმდინარე წელს, ვიდრე მესის. იმის გათვალისწინებით, რომ ის არ თამაშობს "ბარსელონას" საუკეთესო ფორმაციის გუნდში და მისი მომავალი დღემდე ბუნდოვანია, მსგავსი სტატისტიკა ურიგო სულაც არ არის. "რამონ სანჩეს-პისხუანზე" გამართული შეხვედრის წინ, "სევილიას" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი, რომელიც მანამდე "რეალს" ხელმძღვანელობდა, მეტოქე გუნდის ლიდერის მიმართ სიმპატიის გამოხატვას არ მოერიდა: "ბარსას" ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს: ლეო მესი". 2020/21 წლების საფეხბურთო სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში მესიმ მეტოქის კარი 24-ჯერ აიღო და 9-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სხვა სტატიები