Belive

სტაჟიორს დაბრალებული კურიოზული შეცდომა და ბოდიში საქართველოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდა. ბადახოსში გამართული მატჩი მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ცნობილმა სპორტულმა ვებ-გვერდმა Instagram-ზე პოსტი განათავსა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნაცვლად, აშშ-ის ჯორჯიის უნივერსიტეტის ლოგო განათავსა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სტაჟიორმა უხეში შეცდომა დაუშვა და ჩათვალა რომ, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნაცვლად, ჯორჯიის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. 433-ის ადმინისტრაციამ Instagram-ზე განთავსებული პოსტის კომენტარებში საქართველოს მოუბოდიშა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by 433 (@433)

სხვა სტატიები