Belive

სტეფანო პიოლი: "მჯერა, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები დასრულდა. გარკვეულ შემთხვევებში გამოიკვეთა ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა, თუმცა არსებობს საკმაოდ დაძაბული ჯგუფები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა B ჯგუფი, სადაც "ლივერპულმა" პირველი ადგილი, 5-დან 5 მოგებით, გაინაღდა, თუმცა მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი სამივე ("მილანი", "პორტო", "ატლეტიკო") კლუბს აქვს. ამ ეტაპისათვის B ჯგუფში მეორე ადგილს "პორტო", 5 ქულით, იკავებს. "მილანსა" და "ატლეტიკოს" 4-4 ქულა აქვთ. მე-5 ტურის შეხვედრაში იტალიელებმა გასვლით მატჩში "ატლეტიკოს" დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით - 0:1, სძლიეს, რითაც ჯგუფიდან გასვლის შანსები შეინარჩუნეს. მატჩის შემდგომ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა: "ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი თამაში ჩაატარეს, მათ გამარჯვება დაიმსახურეს და ასეც მოხდა. ჩვენ ჩავატარეთ ხარისხიანი მატჩი, ვინაიდან გვქონდა შესანიშნავი მენტალური მზაობა" "მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში ურთულეს მეტოქესთან, "ლივერპულთან", გვჭირდება გამარჯვება, შედეგით ბედნიერი ვარ" "მჯერა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, რაც გუნდმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ მატჩშიც აჩვენა", - აცხადებს სტეფანო პიოლი. ბოლო ტურში, "მილანი" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები