Belive

სტეფანო პიოლის კოვიდ-19 დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" 55 წლის მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის კოვიდ-19-ის ტეტსტზე დადებითი პასუხი მოუვიდა.

  იტალიელი სპეციალისტი თვითიზოლაციის მიზნით საკუთარ სახლში იმყოფება, სადაც კარანტინს გაივლის. "მილანი" იძულებული გახდა ვარჯიში გადაედო მას შემდეგ, რაც მთავრ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პიოლის სიმპტომები არ აღენიშნება და თავს ნორმალურად გრძნობს. კლუბის განცხადებაში ნათქვამია: "ვადასტურებთ, რომ სტეფანო პიოლის კოვიდ-19 დაუდგინდა, ამის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც მას სწრაფი ტესტი გაუკეთეს. განაწესის თანახმად, კოვიდ-19-ზე შემოწმდა მთლიანად გუნდი და პერსონალი, ყველა პასუხი უარყოფითია". იტალიელი სპეციალისტის გუნდი იტალიის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ 17 ქულით პირველ ადგილს იკავებს. "მილანის" შემდეგი მეტოქე "ნაპოლი" იქნება, რომელსაც სერია ა-ს მე-8 ტურში დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პიოლის გუნდი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვლავაც დაუმარცხებელია.    

სხვა სტატიები