Belive

სტერლინგი: "ჩემი კანის ფერით ვამაყობ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, რაჰიმ სტერლინგმა პეპ გვარდიოლასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ "სიტი" ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად, "ტოტენჰემთან" გამართავს. "როდესაც ვგრძნობ, რომ რაღაც არასწორად ხდება, მინდება, რომ მასზე ხმამაღლა ვილაპარაკო და ადამიანებს ჩემი შეხედულება გავუზიარო. ჩემი კანის ფერით ვამაყობ. ბავშვობაში დედა ხშირად მეუბნებოდა, რომ საკუთარი თავი ყოველთვის მყვარებოდა," - თქვა სტერლინგმა.

სხვა სტატიები