Belive

სტერლინგი ხელფასის გაზრდას £100,000-ით ითხოვს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
The Times-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ შემტევი, რაჰიმ სტერლინგი ხელფასის გაზრდას £100,000-ით ითხოვს. ნიშანდობლივია, რომ სტერლინგი ამჟამად კვირაში £175,000-ს გამოიმუშავებს. ამ ეტაპზე სტერლინგთან მოლაპარაკება კონტრაქტის განახლებულ პირობებზე მიმდინარეობს. მას „სიტისთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. The Times-ი წერს, რომ სტერლინგი კლუბში ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილია, თუმცა განახლებულ კონტრაქში ხელფასის გაუმჯობესებულ პირობებს მისი აგენტი ითხოვს.

სხვა სტატიები