Belive

სტერლინგი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული როლისთვის დააჯილდოვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერი, რაჰიმ სტერლინგი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული როლისთვის დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში გაიმართა. სტერლინგი მოედანზე რასისტული შეძახილის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. განსაკუთრებული ფაქტი კი ინგლისისა და მონტენეგროს დაპირისპირებაში იყო, როდესაც გულშემატკივარი მას შეურაცხყოფას აყენებდა და ამას ფეხბურთელმა ტვიტერის პოსტიც კი მიუძღვნა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი სტერლინგმა აღნიშნა, რომ თავისი კანის ფერით ამაყობს და ბოლომდე იბრძოლებს რასიზმის წინააღმდეგ.

ასევე იხილეთ: სტერლინგი: "მოძულე რასისტების გასაჩუმებლად საუკეთესო გზა კარგი თამაშია"

ასევე იხილეთ: "ჩემი კანის ფერით ვამაყობ"

სხვა სტატიები