Belive

სტერლინგის ღირსეული საქციელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა გარდა კარგი სეზონისა, თავი ღირსეული საქციელითაც დაგვამახსოვრა. "კრისტალ პალასის" 13 წლის ფეხბურთელი, დამარი დოკინსი ლეიკემიით გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ხარჯები კი სტერლინგმა სრულად დაფარა. ინგლისელმა ფეხბურთელმა დოკინსი გარდაცვალებამდე საავადმყოფოშიც მოინახულა. სანაკრებო თამაშების დროს კი სტერლინგმა ჩეხეთის კარში გოლის გატანის შემდეგ ქომაგებს მაისური აჩვენა, რომელზეც თავად ის და დოკინსი იყვნენ აღბეჭდილები.
"დამარი განსაკუთრებული ბიჭი იყო და მან ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული, მათ შორის, რა თქმა უნდა მეც" - განაცხადა "მანჩესტერ სიტის" ლიდერმა.
 

სხვა სტატიები