Belive

სტერლინგის წელი - ინგლისელმა მესისაც აჯობა 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პეპ გვარდიოლას კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი რაჰიმ სტერლინგის უმაღლესი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაა. ესპანელის "მანჩესტერ სიტიში" მისვლის შემდეგ, ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი რადიკალურად შეიცვალა და მომენტების გამნიავებელი ნიჭიერი ფეხბურთელიდან "ოქროს ბურთის" მოგების ერთ-ერთ კანდიდატად იქცა. სტერლინგის სტატისტიკა გასაოცარია, ის "ქალაქელების" ერთ-ერთ ლიდერად იქცა და გუნდის მიერ ტიტულების დახვავების საქმეში დიდძალი წვლილიც დაიდო. რაჰიმს მიმდინარე წელი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აქვს. როგორც ოფიციალური ციფრები მოწმობს, "სიტის" შვიდიანმა 2019 წელს ტოპ ხუთი ჩემპიონატის ფეხბურთელებს შორის გოლს+პასის სისტემით ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა. მართალია, "ბარსელონას" არგენტინელმა ჯადოქარმა "ვალიადოლიდნთან" მორიგი შოუ დადგა და გოლებისა და შედეგიანი გადაცემების დუბლი გაიფორმა, თუმცა სტერლინგი მასზე წინაც კი დგას.
No description available.
გოლს+პასი ტოპ 5 ლიგაში 2019 წელს რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი") - 53 ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 51 რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის "ბაიერნი" - 47 კილიან მბაპე ("პსჟ") - 43 კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი") - 32
No description available.
რაც შეეხება უშუალოდ 19/20 წლების სეზონს, აქ პოლონელი ფორვარდი უკონკურენტოა. ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში - 13 ყველა ტურნირის ჯამში კი 20 გოლი გაიტანა და მეტოქის კარის აღება ყველა შეხვედრაში მოახერხა.
No description available.

სხვა სტატიები