Belive

სტერლინგმა ბოდიში მოიხადა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარის" წინააღმდეგ დანიშნული თერთმეტმეტრიანის გამო ბოდიში მოიხადა. მანჩესტერელები 1:0 იგებდნენ, როდესაც სტერლინგი საჯარიმოში შევიდა, ბალახს ფეხი დაარტყა და დაეცა. მის სიახლოვეს არავინ იყო, თუმცა მსაჯმა მაინც დანიშნა 11-მეტრიანი. "ბოდიში მინდა მოვუხადო მსაჯსა და შახტარს. კონტაქტი არ მიგრძვნია, მაგრამ მაინც დავვარდი. ეს ცუდი საქციელია" - განაცხადა სტერლინგმა. ამ მომენტზე კომენტარი პეპ გუარდიოლამაც გააკეთა. "ჩვენ არ გვიყვარს ასეთი გამარჯვებების მოპოვება. სტერლინგს უნდა ეთქვა, რომ პენალტი არ იყო. მსაჯებს მოსდით შეცდომები, რადგან ფეხბურთელები სწრაფად თამაშობენ და დინამიკაში ზუსტად აღქმა რთულია, თუმცა ფეხბურთელი მას უნდა დაეხმაროს".

სხვა სტატიები