Belive

ბარსელონასთან მატჩის დროს ტომას მიულერის სახლი გაძარცვეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევის, თომას მიულერისთვის 2022 წლის 13 სექტემბერი მრავალმხრივ გამორჩეული დღე გამოდგა და მისი მეხსიერებიდან რთულად თუ წაიშლება.

ერთის მხრივ იმიტომ, რომ გერმანელი ფეხბურთელი თავის 33-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა, ამავე დროს მისმა კლუბმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "ბარსელონა" - 2:0 დაამარცხა, თუმცა დღის კულმინაცია არც თუ ისე წარმატებული გამოდგა - გერმანიის ნაკრების წევრს ბინა გაუქურდეს.

Bild-ის ცნობით, ზუსტად მაშინ, როცა მიულერი "ბარსელონას" წინააღმდეგ "ალიანს არენაზე" თამაშობდა, მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ. პოლიციამ დაადასტურა, რომ მოპარულია ნაღდი ფული, ძვირფასეულობა და სხვა ნივთები. 

პოლიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის დროს, სამართალდამცველები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და მიულერის სახლთან რამდენიმე წუთში გაჩნდნენ, ორი მძარცველი ბაღის გავლით მინდორში გაიქცა და ადგილიდან მიიმალა. სამძებრო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს, მაგრამ დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

სხვა სტატიები