Belive

სტივენ ჯერარდი ასტონ ვილას მატჩებს კორონავირუსის გამო გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ასტონ ვილას'' მთავარ მწვრთნელს, სტივენ ჯერარდს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას ბირმინგემული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:
,,ასტონ ვილა ადასტურებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ჩელსისთან და ლიდსთან მატჩებს გამოტოვებს,'' - წერია კლუბის სოციალურ ქსელში.
ხვალ, 26 დეკემბერს, ,,ასტონ ვილა'' ,,ჩელსის'' შეხვდება, სამშაბათს, 28 დეკემბერს კი - ,,ლიდსს''. პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, ბირმინგელები 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები