Belive

სტივენ ჯერარდის ღირსეული საქციელი, რომელმაც პატარა ბავშვის ცხოვრება შეცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სტივენ ჯერარდის ღირსეულმა საქციელმა 9 წლის ბავშვის ცხოვრება შეცვალა. "ლივერპულის" ლეგენდამ ჩრდილო-ირლანდიელ ბავშვს დაურეკა და იგი ოჯახის წევრებთან ერთად ლივერპულში დაპატიჟა. "ლივერპულის" გულშემატკივარი რობი ფლემინგი ოცნებობდა, რომ მისი 9 წლის შვილი "ენფილდზე" მიეყვანა და მისთვის სტივენ ჯერარდი გაეცნო. სამწუხაროდ, 26 წლის ჩრდილო-ირლანდიელი მამაკაცი 2018 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა და შვილისთვის ოცნების ახდენა ვერ შეძლო. ტრაგიკულად გარდაცვლილი რობ ფლემინგის ოჯახის წევრები სტივენ ჯერარდის მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა გააოგნა. მერსისაიდული გრანდის ლეგენდამ, თავდაპირველად ფლემინგის დედას დაურეკა და მწუხარება გამოთქვა მისი შვილის გარდაცვალების გამო - მოგვიანებით კი, 9 წლის ჯეკს გაესაუბრა და იგი ოჯახის წევრებთან ერთად ლივერპულში დაპატიჟა. "ჩემი შვილის ფოტოს ვუყურებდი და ვტიროდი, როდესაც ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. გამარჯობა, მე სტივენ ჯერარდი ვარ. მან სამძიმარი გამოგვიცხადა მე, ჩემს მეუღლესა და რობის ძმებს. ჯერარდმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან წუხდა რობის გარდაცვალების გამო და ჩვენი მდგომარეობით დაინტერესდა. სტივენმა გვითხრა, რომ ჩვენს ოჯახთან შეხვედრა სურდა" - აღნიშნა რობ ფლემინგის დედამ. მოგვიანებით სტივენ ჯერარდი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა რობის ოჯახს და მის შვილს, 9 წლის ჯეკს ესაუბრა: "გამარჯობა, მე უკვე ვესაუბრე ჩემს ასისტენტს და მან მითხრა, რომ ყველაფერს უზრუნველყოფს, რათა შენ ლივერპულში ჩამოხვიდე. მე აქ გნახავ, გავისაუბროთ და სამახსოვრო ფოტოები გადავიღოთ. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?" ჯეკის დედის მტკიცებით, ჯერარდის ზარმა მისი დამწუხრებული შვილის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

სხვა სტატიები