Belive

სტივენ ჯერარდის რეინჯერსი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც "უფა" სტივენ ჯერარდის გაწვრთნილ"რეინჯერსს" დაუპირისპირდა, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ორი შეხვედრის ჯამში, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის უფლება "რეინჯერსმა" მოიპოვა. რუსული კლუბის კარში გატანილი პირველი გოლის ავტორად ოვიმუნო ეჯარია მოგვევლინა. "ლივერპულიდან" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა, "უფას" კარი მე-13 წუთზე აიღო. მატჩის 32-ე წუთზე, დმიტრი სისუევმა შეძლო წონასწორობის აღდგენა. ზუსტად 5 წუთში კი შოტლანდიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მთავარმა არბიტრმა, არასპორტული საქციელის გამო, ალფრედო მორელოსი მოედნიდან გააძევა, რასაც 66-ზე ფანაგანის გაძევებაც მოჰყვა. იმის მიუხედავად, რომ "უფას" შეტევების მოგერიება "რეინჯერსის" 9 ფეხბურთელს უწევდა, რუსულმა გუნდმა მეტი გოლის გატანა დარჩენილ დროში ვერ შეძლო. "უფას" ქართველმა ლეგიონერმა, ჯემალ ტაბიძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთის მანძილზე შეუცვლელად ითამაშა. თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ სტივენ ჯერარდმა, მენეჯერის რანგში პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლეგენდარული საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ჯერარდი მწვრთნელის ამპლუაში ცდის ბედს და მის გუნდს ევროპის რანგით მეორე ტურნირზე გაუძღვება.

სხვა სტატიები