Belive

სტივენ ჯერარდმა საკუთარი მეკარე გააკრიტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი ამჟამად შოტლანდიის პრემიერლიგაში მწვრთნელის რანგში მოღვაწეობს, ინგლისელი "რეინჯერსის" თავკაცია. გასულ კვირაში მისი გუნდი "ჰიბერნიანის" წინააღმდეგ ასპარეზობდა, რა დროსაც "რეინჯერსის" მეკარემ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს წელში ფეხი ჩაარტყა, რაც მსაჯებს არ გამოპარვიათ და რა თქმა უნდა, მაკგრეგორი მოედნიდან გააძევეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერარდმა საკუთარი მეკარე გააკრიტიკა: "ასეთი უდისციპლინო საქციელები ყოველთვის დიდ ხიფათს უქმნის გუნდს, შეხვედრა წარმატებით დავასრულეთ, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი საქციელი აღარასოდეს განმეორდება". "რეინჯერსმა" შეხვედრა "ჰიბერნიანის" წინააღმდეგ ანგარიშით - 1:0 გაიმარჯვა. შოტლანდიის პრემიერლიგაში "რეინჯერსი" მეორე პოზიციას, 75 ქულით, იკავებს, რითაც პირველადგილოსან "სელტიკს" 9 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები