Belive

სტოუნსი: "მაგუაიერი საოცარი მცველია, ჩვენ ერთად ინგლისს წარმატებას მოვუტანთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერ "სიტისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა - ჯონ სტოუნსმა მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და მის თანამემამულე - ჰარი მაგუაიერზე ისაუბრა.

სტოუნსმა ჰარი მაგუაიერი დაიცვა და თქვა, რომ ერიკ ტენ ჰაგი ინგლისელ მცველს უსამართლოდ ექცევა და პირდაპირ რომ ვთქვათ "ჩაგრავს". "ბრენტფორდთან" 4:0 წაგების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგი ინგლისელ მცველს სათამაშო დროს აღარ აძლევს, ამ მატჩის შემდეგ მხოლოდ ერთხელ დააწყებინა სასტარტო შემადგენლობიდან.

"ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს არაფერს არ თმობს. ის არის საუკეთესო მოთამაშე და ამასთანავე წარმოუდგენლად მაგარი ადამიანი. აღფრთოვანებული ვარ მისი მენტალიტეტით. ის საკუთარ თავს დაუმტკიცებს, რომ მას უბრალოდ უაზროდ არ აფასებენ.

ჩვენ გვაქვს ერთმანეთის ნდობა და ამას თან ახლავს ბევრი სათამაშო პრაქტიკა, რამაც ჩვენი დაცვითი წყვილი ჩამოაყალიბა. ჩვენ ვიცით ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები და შეგვიძლია შეუპოვრად ვიბრძოლოთ. ჩვენ ერთად რამდენიმე დიდი და რთული პერიოდი გამოვიარეთ. ეს არის მოგონებები, რომელიც ჩემთან ერთად სამუდამოდ დარჩება.

ჩვენ რაც ჩვენი ქვეყნისთვისა და ერთამნეთისთვის გაგვიკეთებია, როგორ ვიბრძოდით უბედურების დროს - განსაკუთრებით ზოგიერთ თამაშში - და როგორ ვუჭერთ ერთმანეთს მხარს, სწორედ ამის გამო ჰარი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი და ფეხბურთელია".

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში: აშშ-ს, უელსისა და ირანის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები