Belive

სტრასბურგის ფეხბურთელის სკანდალური განცხადება ნეიმარის ტრავმასთან დაკავშირებით

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო. ფრანგული გრანდი თასის შეხვედრაში "სტრასბურგს" დაუპირისპირდა. მატჩი გამორჩეული იმით გამოდგა, რომ ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო, მის წინააღმდეგ იუხეშეს და ბრაზილიელს შესაძლოა დიდი პერიოდი გაუცდეს. ფრანგული გრანდის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ნეიმარმა კვლავ მარჯვენა ფეხის ტერფი დაიზიანა და შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს. "პსჟ"-ს ხელმძღვანელები შიშობენ, რომ ოპერაციის შემდეგ, ბრაზილიელმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გასამართი მატჩები გამოტოვოს. ამ თემაზე "სტრასბურგის" ფეხბურთელმა, ენტონი გონჩალვესმა სკანდალური განცხადება გააკეთა.
"ნეიმერი დიდებული ფეხბურთელია. თუმცა ის თავისი მოქმედებებით თამაშის დროს დაგვცინოდა. თუ მას მოწინააღმდეგის დაცინვა სურს, ჩვენ მის წინააღმდეგ ჩვენს იარაღს გამოვიყენებთ" - განაცხადა გონჩალვესმა.

სხვა სტატიები