Belive

სუარესი აგუეროს ტრანსფერს ეხმაურება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგაში გატარებული ფენომენალური სეზონების შემდეგ, აგუერომ გამოსამშვიდობებელ მატჩში დუბლი გაიფორმა და "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივარს დაემშვიდობა. სერხიო აგუეროს "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე, ლუის სუარესმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კატალონიურ გრანდში გადასვლის თაობაზე, არგენტინელმა ვარსკვლავმა გადაწყვეტილება მარტივად მიიღო. არჩევანის გაკეთებაში აგუეროს ლეოს მესის ფაქტორი დაეხმარა - ასევე პეპ გვარდიოლამ მკაფიო მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.
"გუნდში ახლა რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. "ბარსელონას" მმართველ დირექტორთა ახალი ბორდი ჰყავს და კლუბში სრულიად სხვა ადამიანები მუშაობენ, რომელთაც მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენა სურთ. აგუეროს მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, გარდა ამისა უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონას" ძალიან გააძლიერებს. მიღებულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ვეთანხმები", - აღნიშნა ლუის სუარესმა.
 

სხვა სტატიები