Belive

სუარესი არსენალის ფეხბურთელია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, დენის სუარესი თანაგუნდელებს დაემშვიდობა. ესპანელი ფეხბურთელი იჯარის წესით "არსენალში" გადავიდა. სუარესი თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და Twitter-ის გვერდზე განცხადება გააკეთა.
"თქვენ შესანიშნავი გუნდი ხართ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მალე შევხვდებით!" - განაცხადა სუარესმა.
დენის სუარესი "ბარსელონას" აღზრდილია და გუნდს 2016 წელს დაუბრუნდა. მანამდე ის "ვილიარეალის" ღირსებას იცავდა.

სხვა სტატიები