Belive

სუარესი: "ენფილდზე გატანილ გოლს არ აღვნიშნავ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ თუ "ენფილდზე" ლივერპულს გაუტანს, არ აღნიშნავს. სუარესმა, რომელმაც "ლივრპულში" სამ სეზონზე მეტი გაატარა და 2014 წელს მერსესაიდული კლუბიდან "ბარსელონაში" გადავიდა, "ნოუ კამპზე" გატანილი ბურთი იზეიმა. ურუგვაელმა შემტევმა "ლივერპულის" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და მათ მიმართ პატივისცემა დაადასტურა.
"ვფიქრობ, რომ ლივერპულის გულშემატკივრებმა იციან, თუ რას ვაკეთებდი მათთვის, როდესაც იქ ვთამაშობდი. მე აღვნიშნე გატანილი გოლი, თუმცა ვისაც ეს სპორტი უყვარს ხვდება, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ბურთს. მინდა პატივისცემა გამოვხატო ლივერპულის გულშემატკივრების მიმართ და ბოდიში მოვუხადო. თუ ენფილდზე გავიტან, რა თქმა უნდა, არ აღვნიშნავ. ლივერპულის ვიცე-კაპიტნობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პერიოდია, რომელსაც არასდროს დავივიწყებ" - განაცხადა სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი "ლივერპულში" 2011-14 წლებში თამაშობდა. მერსესაიდელთა მაისური 133-ჯერ მოირგო და 82 ბურთი გაიტანა.

ასევე იხილეთ: "ლივერპული" Vs. "ბარსელონა" (პრევიუ)

სხვა სტატიები